მთელი წელი ბუნებასთან

წყლის მაკროუხერხემლოები - უჩინარი მტაცებლები


მწერებს, რომლებიც წყალში ბინადრობენ, უდიდესი მნიშვნელობა აქვთ წყალსატევების სრულფასოვნებისთვის. ისინი ქნმიან რთულ კვებით ჯაჭვს და მონაწილეობენ ნივთიერებათა წრებრუნვაში. წყალსატევებში ბინადარ უხერხემლოების უმეტესობა მტაცებელია. ნემსიყლაპიები, ხოჭოები და მრავალი სხვა ცოცხალი არსება უმარტივესებით იკვებებიან, თავის მხრივ ისინი თევზების და ფრინველების საკვებს წარმოადგენენ. წლის მწერები ძალიან საინტერესო გარემოში ბინადრობენ. მათი საშუალებით შეგვიძლია დავადგინოთ სუფთაა თუ არა წყალი და როგორი საარსებო პირობები ამა თუ იმ წყალსატევში. აღმოაჩინეთ აქამდე თქვენთვის უხილავი ცოცხალი სამყარო. შეიმეცნეთ მწერები და მათი განვითარების სხვადასხვა ეტაპები. გაუფრთხილდით და შეინარჩუნეთ ჯანსაღი წყალსატევები. ექსკურსიის მიზანია ბავშვებისთვის მწერების, როგორც ჯანსაღი გარემოსთვის მნიშვნელოვანი როლის შემსრულებლების გაცნობა.

ტყე - ბუნების ფასდაუდებელი საჩუქარი


შეიმეცნეთ ცოცხალი სამყარო, რომელთა თავშესაფარიც ტყეა. აღმოაჩინეთ ცოცხალი ფორმების მრავალფეროვნება. გაიგეთ როგორ წარმოიშობა ნიადაგი და სიცოცხლე ტყეში. საიდან და რა გზებით მოიპოვებენ საკვებს აქ ცოცხალი ორგანიზმები. გაიგეთ როგორ ხდება ნიადაგის ფორმირება, სად იწყება ბუნების ყველაზე დიდი სასწაული - ფოტოსინთეზი. რატომ აქვს ტყეს განსაკუთრებული როლი ადამიანებისთვის, რატომ სჭირდება მას გაფრთხილება და მოვლა.

მდელო - ყვავილების და პეპლების სამფლობელო


ყოველი ახალი თავგადასავალი აღმოჩენაა. თქვენ გაიგებთ თუ როგორ იკვებებიან, მრავლდებიან მცენარეები და პეპლები, როგორ განსხვავდებიან პეპლები ერთმანეთისგან, როგორ დაფრინავენ, როგორი აგებულებისაა მათი ფრთები, დაინახავთ, როგორც სასარგებლო, ასევე მავნე ურთიერთდამოკიდებულებას მწერებსა და მცენარეებს შორის. ექსკურსიის მიზანი გააცნოს პატარებს პეპლების ზოგიერთი წარმომადგენელი, მათი ქცევა და კვების თავისებურება, გამრავლება და უმნიშვნელოვანესი როლი. ბუნებრივი საბინადრო გარემოს შემცირების გამო პეპლების რაოდენობის შემცირების ტენდენცია.

თავგადასავლები მწერებთან ერთად


გიწვევთ მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ცოცხალი სამყაროს საიდუმლოებებით სავსე სათავგადასავლო ტურში. იგი მოულოდნელი, გასაოცარი და ძალიან უჩვეულო ფერებით თუ ფორმებით დაგატყვევებთ. გელით მოულოდნელი შეხვედრები, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ცნობისმოყვარე ბავშვებისთვის. ექსკურსიის მიზანია ბავშვებს გააცნოს მათთვის აქამდე უცნობი მწერების, კერძოდ ხოჭოების მრავალფეროვანი სამყარო, თავისი მრავალფეროვანი ფორმებით, ფერებით, ცხოვრების ნირით, თავშესაფრებით, თავისებური ქცევებით და თვისებებით.

წყალმცურავი ფრინველები


ფრინველთა მრავალფეროვნება და ცხოვრების ნირი გასაოცარია. დედამიწაზე დაახლოებით 10 000-ზე მეტი სახეობის ფრინველი ბინადრობს. მათი ნაწილის ნახვას პირდაპირ თქვენი სახლის ზღრურბლს მიღმა შეძლებთ. ფრინველთა დანარჩენ, უდიდეს ნაწილს მხოლოდ მოგზაურობით, სპეციალური აღჭურვილობით და მცოდნე ადამიანების დახმარებით შეძლებთ. ფრინველებზე დაკვირვება ძალიან სახალისო და საინტერესო პროცესია. გაგაოცებთ მათი ფერები, სხეულის აგებულება და ცხოვრების ნირი. მობუდარ და გადამფრენ წყალმცურავ ფრინველებზე დაკვირვებას ჩვენთან ერთად საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიებზე მთელი წლის განმავლობაში შეძლებთ. გაიცანით ცოცხალი სამყაროს გასაოცარი წარმომადგენლები, რომელთა გადარჩენისთვის და არსებობისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილები ჩვენს ქვეყანაშია.

მოციმციმე მანათობლები


პირველად ჩვენს შემოთავაზებებში საღამოს ექსკურსია პატარა მკვლევარებისთვის ციცინათელების გასაოცარ სამყაროში. გაიგეთ მეტი ამ საიდუმლო მანათობლების შესახებ. მეცნიერებს თავის საცდელ ლაბორატორიებში უამრავი ცდის ჩატარება უწევთ იმის მისაღწევად რაც ზოგიერთ ცოცხალ არსებას ბუნებრივად აქვს. თვისებები, რომლებიც გარემომცველ სამყაროში ბევრ ჩვენს პატარა მეგობარს გააჩნია, გასაოცარი და განუმეორებელია.

ბაღის ფრინველები


გააცანით თქვენს პატარას გულწითელა და ის თქვენი შვილის განუყრელი მეგობარი გახდება. გასაოცარია ფრინველთა სამყარო, რომლის შესახებაც ჩვენს ბავშვებს ძალიან მცირე წარმოდგენა აქვთ. ბაღის ფრინველებზე დაკვირვება ძალიან ადვილია, თუკი ამას გამოცდილ ადამიანებთან ერთად დაიწყებთ. თქვენ ისწავლით უამრავ ხრიკს იმის შესახებ, თუ სად, როგორ და როდის შეიძლება ნახოთ სხვადასხვა ფრინველი, რომლებიც შეუმჩნევლად მთელი წელი თავს დაგვტრიალებენ. ექსკურსიის მიზანია გააცნოს ბავშვებს ფრინველთა მრავალფეროვანი სამყარო.

ტრანსფორმერები


ამფიბიები წყლის და ხმელეთის მბრძანებლები. ცოცხალი ორგანიზმები, რომლეთა გარემოსთან შეგუების გასაოცარი თავისებურებები ახასიათებთ. დედამიწაზე აღმოჩენილი ბაყაყების და გომბეშოების 5000-ზე მეტი სახეობა არსებობს. ცურვა, ხოხვა, ცოცვა, ხტუნვა, მიწაში ჩაძრომა და ფრენაც კი მათთვის ჩვეულია. შეუძლებელი არაფერია! ამბობენ ისინი. ამფიბიებს ათვისებული აქვთ პლანეტის ყველაზე ცხელი და ცივი ადგილები. იმოგზაურეთ 300 მილიონი წლით და დაბრუნდით წარსულში. ამ არაჩვეულებრივმა ცოცხალმა არსებება უკანა, გრძელი კიდურების წყალობით გააკეთეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნახტომი დედამიწაზე წყლიდან ხმელეთზე ამოსვლის მიზნით. სამეცნიერო ექსპედიციის ჩატარების ადგილი: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი. მისამართი: მისამართი. ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ N1; პროგრამის ხანგრძლივობა: 3 სთ. პროგრამის ღირებულება ერთ მონაწილეზე: 25 ლარი. სამეცნიერო ექსპედიციის ჩატარების პერიოდი: აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე

ნადირობის დიდოსტატები


არავინ იცის, თქვენ შეიძლება ახალი სახეობის აღმომჩენიც კი გახდეთ! ერთხელ მეცნიერები გადამღებ ჯგუფთან ერთად ჭიანჭველებს აკვირდებოდნენ, როდესაც წარმოუდგენელი რამ მოხდა. ჭიანჭველის ფეხებქვეშ ტოტად გადაქცეული და გაუჩინარებული ობობა მაკროობიექტივისთვისაც შეუმჩნეველი იყო, სანამ მსხვერპლი ნადირობის დიდოსტატის პირისპირ არ აღმოჩნდა. ასეთი გაუჩინარებული და გასაიდუმლოებული ცხოვრებით ცხოვრობენ ობობები და ვინ იცის რამდენი აღმოჩენა გველოდება წინ. იცოდით რომ მსოფლიო ეკოსისტემის ბალანსში ისინი უზარმაზარ როლს ასრულებენ? ობობემი მწერები არ არიან. მწერებს ექვსი, ხოლო ობობებს რვა კიდური აქვთ. ისინი ევოლუვიამ ასობით მილიონი წლის წინ დააშორა ერთმანეთს. ამ დრომდე აღწერილია ობობების 34000-ზე მეტი სახეობა, რომელთა უდიდესი ნაწილი შხამიანია. აქედან ხუთი გვარის ობობას აქვს შხამი, რომელიც ადამიანისთვის არის საშიში. ბრაზილიის მოხეტიალე ობობა ცნობილია, როგორც ყველაზე შხამიანი, თუმცა ძნელია ცალსახად ითქვას მათ შორის ყველაზე საშიში რომელია. იცით თუ არა რომ, ზოგიერთი ობობის შხამმა შესაძლოა ხანგრძლივი დროის შემდეგ იმოქმედოს, ასე ორი წლის შემდეგაც კი. ცხოვრების ნირით, გასაოცარი უნარებისა და განსაკუთრებული შესძლებლობების წყალობით ეს ცოცხალი უჩინმაჩინები აღმოჩენების და ინოვაციური გამოგონებების შთაგონების წყაროები არიან. იცოდით, რომ სწორედ მათი დიეტა ხდის მათ ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ? რომ არა ისინი, ადამიანის არსებობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. გაიგეთ რას ნიშნავს აკინეზია, ხელიცერა თუ "უხილავი ძაფები". გაიცანით ბუნების გასაოცარი წარმომადგენლები და გაიგეთ მეტი თქვენი მეზობლების შესახებ. ექსპედიციის მიზანია: ობობების საბინადრო გარემოს, სასიცოცხლო ციკლის, კვების თავისებურების, ნადირობის და თავდაცვის უნიკალური შესაძლებლობების გაცნობა. სამეცნიერო ექსპედიციის ჩატარების ადგილი: 1. კრწანისის ტყეპარკი. პროგრამის ხანგრძლივობა: 3 სთ. პროგრამის ღირებულება ერთ მონაწილეზე: 25 ლარი. 2. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი. მისამართი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ N1; პროგრამის ხანგრძლივობა: 3 სთ. პროგრამის ღირებულება ერთ მონაწილეზე: 25 ლარი. სამეცნიერო ექსპედიციის ჩატარების პერიოდი: მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე; სამეცნიერო ექსპედიციის ჩატარების პერიოდი: მარტიდან ნოემბერის ბოლომდე.

შენიღბვის ოსტატები


ველურ ბუნებაში ცხოვეთა გადარჩენა შეუძლებელია შენიღბვის გარეშე. გაიცანით მწერები, რომლებიც გასაოცარი ოსტატობით და განსაკუთრებული აგებულების ხარჯზე დომინირებენ პლანეტა დედამიწაზე. გაიგეთ რას ნიშნავს კამუფლაჟი, იპოვეთ უჩინმაჩინები და გაიგეთ რა იმალება ამ საიდუმლოს უკან. სამეცნიერო ექსპედიციის ჩატარების ადგილი: 1. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი. მისამართი: მისამართი. ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ N1; პროგრამის ხანგრძლივობა: 3 სთ. პროგრამის ღირებულება ერთ მონაწილეზე: 25 ლარი. 2. საბადურის ტყე, თბილისის დაცული ტერიტორიები. პროგრამის ხანგრძლივობა: 3 სთ. პროგრამის ღირებულება ერთ მონაწილეზე: 25 ლარი. 3. კრწანისის ტყეპარკი. პროგრამის ხანგრძლივობა: 3 სთ. პროგრამის ღირებულება ერთ მონაწილეზე: 25 ლარი. სამეცნიერო ექსპედიციის ჩატარების პერიოდი: მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე.